პროექტის შესახებ


 



მოგზაურობა - ჩვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალებაა


ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი გარანტირებული საშუალების გამოყენებაზე უარს არასოდეს იტყოდით არა?



იცით თუ არა, რომ არსებობს უამრავი სამეცნიერო კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ასეთ გარანტირებულ საშუალებად ითვლება სწორედ მოგზაურობა. ამ კვლევების დროს განხორციელებული დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ მოგზაურობა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთლობასა და განწყობაზე.

        



                        ვისაც მოგზაურობა უყვარს, მათ კარგად იციან, რომ ის საშუალებას აძლევს ადამიანს ხელახლა აღმოაჩინოს სამყარო, საკუთარი თავი და ბუნების სიალმაზით აღფრთოვანდეს ყოველი მოგზაურობისას. თუმცა, იმისათვის, რომ მოგზაურობა პოზიტიური ემოციების მომტანი და დადებითი ზეგავლენის მქონე იყოს, საჭროა სწორად დაგეგმვა, რაც გულისხმობს მისი შემადგენელი ყველა ნიუანსის გათვალისწინებას, კერძოდ, საგულდაგულოდ უნდა შევარჩიოთ სამოგზაურო ქალაქები,  სასტუმროები და ავიაბილეთები.



მთავარი დადებითი მომენტი ამ ყველაფერში არის ის, რომ სამოგზაუროდ წასვლა დღეისათვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ჩვენ თავისუფალი ვართ როგორც ტურის არჩევანში, რადგან ის საკმაოდ დიდია, ასევე გადაწყვეტილების მიღებაში - ვიმოგზაურებთ ტურისტული კომპანიის დახმარებით, თუ დამოუკიდებლად. ბოლო ვარიანტი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადაგნ თავად მოგზაურობის პროცესის დაგეგმვა, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ახორციელებს, უკვე დასაწყისშივე ამაღლებს დადებითი კუთხით ჩვენს განწყობას, რადგან ადამიანს შეუძლია ზუსტად შეარჩიოს ისეთი გარემოს მქონე სასტუმრო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს - იქნება ეს ფეშენებელური ღამის გასათევი, ოჯახური ტიპის სასტუმრო თუ უბრალო ჰოსტელი. აირჩიოს ტური, რომლის დროსაც მოინახულებს ისეთ ადგილებს, რომლებიც მაქსიმალურად დადებითი ემოციების აღუძრავს. თავად განსაზღვროს და დაგეგმოს ფინანსურად რისი შესაძლებლობა აქვს. გაარკვიოს ადგილობრივი ფასები, რა ჯდება კვება, ტრანსპორტით გადაადგილება, ღირსშესანიშნაობების მონახულება და ა.შ.



მაგალითად 2002 წელს ჩატარებული ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანი ამ პროცესში თავს უფრო ბედნიერად გრძნობს. მოგზაურობისას კმაყოფილების განცდა აქვს და იწყებს პოზიტიურად ფიქრს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ზოგად ხარისხზე.

2014 წელს კორნელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების ბედნიერების ხარისხი გაცილებით მაღალია მოგზაურობისას, ვიდრე მაგალითად შოპინგისას. შესაბამისად, მოგზაურობა უკვე მისი დაგეგმვის დაწყების მომენტიდან ითვლება ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად.




ცხოვრების თანამედროვე სტილი ზედმეტად დატვირთულია ადამიანიასთვის, რაც იწვევს სტრესს, გაღიზიანებას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. ამის გამო, ბევრ ჩვენგანს აქვს ეფექტურობისა და ჯანსაღი მდგომარეობის განცდის ნაკლებობა. როცა მოგზაურობის საშუალება გვეძლევა, სტრესიც გვტოვებს. სიახლის ნახვა და მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები სრულად ცვლის ადამიანის ორგანიზმში გაჩენილ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას უკეთესობისკენ.
                               


წყარო









ტექსტის წყარო:


Hiç yorum yok:

Yorum Gönder